Thursday, November 28, 2013

ინტერნეტის შემქმნელად და ფუძემდებლად ARPA (Advanced Research Projects Agency) ითვლება. იგი 1969 წელს ამერიკის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით შეიქმნა. თავდაპირველად მასში ოთხი საუნივერსიტეტო კვანძი გაერთიანდა. ერთი წლის შემდეგ კი მათი რაოდენობა უკე 16–ს შეადგენდა.ARPANET–ის მიზანი სხვადასხვა კვლევებში მეცნიერების ოპერატიული ჩართვა იყო. 80–იან წლებამდე ინტერნეტის განვითარებას ქსელთა არათავსებადობა და პროტოკოლების სხვადასხვაგვარობა უშლიდა ხელს....1972 წელს ARPANET–ის შესაძლებლობების ინფორმაცია საჯარო გახდა. რეი ტომლინსონმა ელექტრონული ფოსტა შექმნა და პირველი შეტყობინება გააგზავნა.


1972 წელს კომპიუტერული ქსელის ამერიკულ ნაწილს ნორვეგიისა და ინგლისის რესურსები შეუერთდა, რითაც ქსელი საერთაშორისო გახდა.1974 წელს ვინტ სერფამ და ბობ კანტმა „ქსელებს შორის მონაცემთა პაკეტების პროტოკოლის თეორია“ ჩამოაყალიბეს. ამ თეორიის საფუძველზე 1982 წელს TCP\IP – Transmission Control Protocol/Internet Protocol-? შეიქმნა. TCP\IP -თან ერთად გაჩნდა სახელწოდება ინტერნეტი –Internet-Interconnected Networks.


1991 წელს პოლ ლინდერმა და მარკ მაკახლიმ შექმნეს სისტემა Copher–?, რაც ნიშნავს ზაზუნას. სისტემას შეეძლო ფაილების ორგანიზება ფაილურ სისტემაში, მაგრამ სისტემას ჰქონდა სერიოზული ნაკლი – მას არ შეეძლო სურათისა და ტექსტის გადაცემა.